
საქართველოს რეგიონალური ბრენდები ასოსიაცია (RBA GE), არის არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია, ადგილობრივი და რეგიონული, სხვადასხვა სფეროს ბიზნესის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის.
2023 წლის დეკემბერში დაარსებული „საქართველოს რეგიონული ბრენდების ასოციაცია“ემსახურება ერთიან პლატფორმას კომპანიებისთვის (მიკრო, მცირე და საშუალომეწარმეები, ხელოსნები, ხელოვანები და ა.შ.), რომლებიც ამაყობენ თავიანთირეგიონული იდენტობით და მიზნად ისახავენ წვლილი შეიტანონ რეგიონში შესაბამისიბიზნეს სექტორების განვითარებაში.

საქართველოს რეგიონული ბრენდების ასოციაციის მისიაა, ხელი შეუწყოსთანამშრომლობას, ინოვაციას და ადგილობრივი ბიზნესის ზრდას. RBA GE მოწოდებულიაგაზარდოს რეგიონული ბრენდების ხილვადობა და კონკურენტუნარიანობა, შექმნასძლიერი ქსელი ცოდნის გაზიარებისა და გამოწვევებთან გამკლავების ხელშეწყობისთვის, რომელიც სარგებელს მოუტანს რეგიონალურ ეკონომიკურ განვითარებას.
ძირითადი მიზნები

ქსელი და თანამშრომლობა

ადვოკატირება

განათლება და რესურსები

პოპულარიზაცია

საზოგადოებრივი ჩართულობა
RBA GE უზრუნველყოფს სივრცეს/ქსელს რეგიონალური ბრენდებისთვის, იდეების გაცვლისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად, რაც გააძლიერებს მათ არსებობას ბაზარზე.
ასოციაცია აქტიურად ერთვება პოლიტიკის შემქმნელებთან თანამშრომლობაში, რათა მხარი დაუჭიროს რეგიონული ბიზნესის ზრდას, ხაზს უსვამს მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკის მნიშვნელობას.
RBA GE გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს, ვორკშოფებს და სემინარებს, რათა, ბაზრისსირთულეებში ნავიგაციისთვის, აღჭურვოს რეგიონალური ბრენდები საჭირო ცოდნითა და უნარებით.
ასოციაცია ახორციელებს სარეკლამო აქტივობებს, როგორც ადგილობრივ, ისე ფართო მასშტაბით, რეგიონალური ბრენდების უნიკალური შეთავაზებების შესახებ ცნობიერებისა და ცნობადობისამაღლების მიზნით.
მდგრადი და ეთიკური ბიზნეს პრაქტიკის დასამკვიდრებლად, ადგილობრივი ინიციატივებისმხარდაჭერით და მის წევრებს შორის პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებით, RBA GE მოწოდებულია სარგებელი მოუტანოს იმ თემებს, რომლებსაც ეს ბრანდები წარმოადგენენ.

საქართველოს რეგიონული ბრენდების ასოციაციის კარი ღიაა ბიზნესებისთვის, რომლებიც მტკიცედ აიდენტიფიცირებენ საკუთარ ბიზნესს რეგიონულ ფესვებთან, იქნებაეს საოჯახო ბიზნესი, თუ წარმატებული სტარტაპი, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიანკონკრეტული რეგიონული ბრენდების მიერ. RBA GE საკუთარ წევრებად იწვევს იმორგანიზაციებს/დაწესებულებებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან პოზიტიური წვლილიშეიტანონ ადგილობრივ ეკონომიკაში.
თუ გსურთ გაწევრიანება, მოითხოვეთ თქვენი პროდუქტის/მომსახურებისსერტიფიცირება თქვენი რეგიონის ბრენდთან (დააწკაპეთ შესაბამისი რეგიონის ბმულს):
გაწევრიანება

თუ გსურთ თქვენს რეგიონში რეგონული ბრენდირების სისტემის დანერგვა გაეცანით მეთოდოლოგიას და რეკომენდაციებს. ასოციაცია მზადაა დაგეხმაროთ რეგიონული ბრენდირების სისტემის დანერგვაში